პაატა მანჯგალაძე - გადავრჩით, რომ „ქოცებმა“ ბიძინას ზებრა არ დაასახელეს კანდიდატად, თუმცა სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე - ამაზე შეგუება დაუშვებელია

გადავრჩით, რომ „ქოცებმა“ ბიძინას ზებრა არ დაასახელეს კანდიდატად, თუმცა სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე, რადგან ხორციელდება მიზანმიმართული დისკრედიტაცია და დაზიანება ქართული სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძე, განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას გამოეხმაურა.

მანჯგალაძის თქმით, „შეგუება დაუშვებელია და ბრძოლა გრძელდება.

„არალეგიტიმურმა და თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებამ დაასახელა ე.წ. მათი პრეზიდენტობის კანდიდატი.

პირდაპირ შემიძლია ვთქვა - გადავრჩით, რომ „ქოცებმა“ ბიძინას ზებრა არ დაასახელეს კანდიდატად, თუმცა სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე, რადგან ხორციელდება მიზანმიმართული დისკრედიტაცია და დაზიანება ქართული სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების.

ამაზე შეგუება დაუშვებელია. ბრძოლა გრძელდება, ე.წ. ხელისუფლებას ძალაუფლების ხალხისთვის დაბრუნება აუცილებლად მოუწევს“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს