ხატია დეკანოიძე - ივანიშვილმა პრეზიდენტ ტომარად გამორჩეული ანტიდასავლელი დადო, უზრდელი, აშშ/ევროკავშირის მაგინებელი - ახლა მანდატები კარგად შეინახეთ, „ეგებ „რუსული კანონი“ გააუქმოს

ივანიშვილმა თავის პრეზიდენტ ტომარად ყველაზე უფრო გამორჩეული ანტიდასავლელი დადო, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

დეკანოიძე ყაველაშვილს „უზრდელს“, „გაუნათლებელს“ და აშშ/ევროკავშირის „განსაკუთრებულ მაგინებელს“ უწოდებს.

„ჩვენ შეიძლება ვიხუმროთ, მაგრამ ივანიშვილმა თავის პრეზიდენტ ტომარად ყველაზე უფრო გამორჩეული ანტიდასავლელი დადო. უზრდელი, გაუნათლებელი და აშშ/ევროკავშირის განსაკუთრებული მაგინებელი. ეს არის მისი ხედვა ქვეყანაზე და ხალხზე.

ახლა მანდატები კარგად შეინახეთ - „ეგებ „რუსული კანონი“ გააუქმოს ან დასავლეთმა მოგვთხოვოს“, „ტრამპი რას იტყვის“?,- წერს „ფეისბუქ“ გვერდზე დეკანოიძე.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა