რამაზ საყვარელიძე - ადრეც იყო საუბარი ისეთი ადამიანის არჩევაზე, რომელიც ნაკლები მოულოდნელობების მატარებელი იქნებოდა - მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან ღალატი გამორიცხულია, რასაც იტყვის იმას ასრულებს

ადრეც იყო საუბარი ისეთი ადამიანის არჩევაზე, რომელიც ნაკლები მოულოდნელობების მატარებელი იქნებოდა. არ გამოვიდა ორჯერ და მესამე მცდელობაზე მიდიან. მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან ღალატი გამორიცხულია, რასაც იტყვის იმას ასრულებს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება.

როგორც რამაზ საყვარელიძემ განმარტა, სანამ პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილს აირჩევდნენ, გადაწყვეტილების მიმღებ წრეებში საუბარი იყო მეცნიერზე, მათემატიკოსზე, რომელიც პოლიტიკაში არ იქნებოდა ჩართული.

„გამიგია, რომ კეთილშობილი პიროვნებაა. პოლიტიკასთან კავშირი მას შემდეგ აქვს, რაც პარლამენტში შევიდა. მოლოდინი მაქვს ისეთი, როგორიც „ქართულ ოცნებას“.

თავიდანვე იდგა საკითხი, რომ პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო ისეთი ადამიანი, რომელიც პოლიტიკისგან შორს იქნებოდა.

სანამ გიორგი მარგველაშვილს აირჩევდნენ, გადაწყვეტილების მიმღებ წრეებში საუბარი იყო მეცნიერზე, მათემატიკოსზე, რომელიც პოლიტიკაში არ იქნებოდა ჩართული, საზოგადოებრივად აქტიური იქნებოდა. რადგან პრეზიდენტის ფუნქციები შეკვეცილია, უნდა აერჩიათ ის ფიგურა, ვისაც პოლიტიკური პრეტენზიები ნაკლებად ექნებოდა, დამოუკიდებელ პოლიტიკურ ხაზს არ გაატარებდა, რაც მოხდა სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში.

სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო მოქმედება, როგორც სხვა კონსტიტუციის მქონე ქვეყნის პრეზიდენტმა. ამ ქვეყნის კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტს არ აქვს არაფრის უფლება. ადრეც იყო საუბარი ისეთი ადამიანის არჩევაზე, რომელიც ნაკლები მოულოდნელობების მატარებელი იქნებოდა. არ გამოვიდა ორჯერ და მესამე მცდელობაზე მიდიან. მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან ღალატი გამორიცხულია, რასაც იტყვის იმას ასრულებს. ყველა ამბობს, ვაჟკაცური პიროვნება არისო, შესაბამისად, ვნახოთ. ცნობილია როგორც ერთგული პიროვნება“,-აღნიშნა საყვარელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

„29 დეკემბერს შედგება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ამ დღიდან წარსულს ჩაბარდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ღალატისა და კონსტიტუციის სისტემატური დარღვევის უხეში პრაქტიკები, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უდიდესი ზიანი მიაყენა“,- აღნიშნა ივანიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს