თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა თანამდებობა დატოვა

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა თანამდებობა დატოვა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ის კერძო სექტორში გააგრძელებს საქმიანობას.

„მინდა გაგაცნოთ გარკვეული საკადრო ცვლილებები დედაქალაქის მერიაში, რამაც ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ყველაფერი დაფუძნებული იყო ტყუილზე, ძალიან ბევრი არასწორი და ტყუილით გაჯერებული განცხადება მოვისმინე. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ბოლო წლებში ხელმძღვანელობდა ვიქტორ წილოსანი, რომელმაც ორივე მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დედაქალაქისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღებაში. მისი მართვის პერიოდში მოხერხდა ტრანსპორტის და ურბანული პოლიტიკის მიმართულებით ბევრი სიახლის დანერგვა, ჩვენ ერთად დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება, მოგვიწია საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებების მიღება ერთად, თუმცა კარგად გვესმოდა და გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყო ევროპული, ყველანაირად მოწესრიგებული და გამართული. ვიკას როლი ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მის საქმიანობა ნაყოფიერი, სასარგებლო იყო თბილისისთვის, რისთვისაც მინდა მას მადლობა გადავუხადო. ის კერძო სექტორში აპირებს გადასვლას“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, სურვილის შემთხვევაში, ვიქტორ წილოსანს ექნება შესაძლებლობა, დედაქალაქის მერიაში ნებისმიერ დროს დაბრუნდეს.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა