კულტურის მინისტრობის კანდიდატი - გელათში ვიყავი ჩასული, ვესაუბრე კომიტეტს, თუ საერთაშორისო დონეზე პროტოკოლი კარგად გაიწერება, რა მიმართულებით უნდა შევეხოთ ძეგლებს, ეს იქნება სწორი მიდგომა

გელათში ვიყავი ჩასული, ვესაუბრე კომიტეტს. თუ საერთაშორისო დონეზე პროტოკოლი კარგად გაიწერება, რა მიმართულებით უნდა შევეხოთ ძეგლებს, ეს იქნება სწორი მიდგომა, - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, თინათინ რუხაძემ, პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა.

მისივე თქმით, მეთოდებსა და მიდგომებზე, ყველა მიმართულებით, სამუშაოა.

„გელათში ვიყავი ჩასული, ვესაუბრე კომიტეტს. ყველამ იცით, რომ ამ წუთას სამინისტრო არ მართავს იქ პროცესს, მაგრამ უკვე გვაქვს თანამშრომლობითი, ძალიან კარგი ურთიერთობა. თუ საერთაშორისო დონეზე პროტოკოლი კარგად გაიწერება, რა მიმართულებით უნდა შევეხოთ ძეგლებს, ეს იქნება სწორი მიდგომა. აქაც რესტავრატორების ნაკლებობაა, აქაც ხელოვნების ისტორიკოსების მდგომები იყოფა და მერე ყველა ვიჩემებთ, რომ არა ჩემი აზრია კარგი, არა სხვისი. პროტოკოლი უნდა იყოს დაწერილი და საერთაშორისო დონეზე მეთოდური მიდგომები თუ გაიწერება, ეს იქნება ძეგლთა დაცვის სააგენტოს სწორი მიდგომა. სახელმწიფო ბიუჯეტით აქვს ნახევარი, ნახევარი აქვს საკუთარი შემოსავლები, ჯამურად დაახლოებით 32 მილიონიანი ბიუჯეტი აქვს მარტო ძეგლთა დაცვას. ამ ეტაპზეც აკეთებენ ბევრ საქმეს, მაგრამ მგონია, რომ აქაც მიდგომა უნდა შევცვალოთ ძეგლების მიმართ. იმიტომ, რომ ყველა ძეგლის ძეგლთა დაცვის სპეციალისტი გეუბნება, რომ „ნუ მოკიდებ ძეგლს ხელს, თუ არ იცი, რა მეთოდიკით უნდა ჩაატარო ან კონსერვაცია, ან იკვლიო, ან რეაბილიტაცია ჩაატაროო“. იმიტომ, რომ სწორედ ასეთ დროს შეიძლება ის დაზიანდეს. მგონია, რომ მეთოდებსა და მიდგომებზე, ყველა მიმართულებით სამუშაო გვექნება“,- განაცხადა თინათინ რუხაძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს