ირაკლი ქარსელაძე - სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის პროექტები აქტიურად გაგრძელდება

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნა გაწეული. 2024 წელს დასრულდა მარნეულში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის სპორტული კომპლექსის მშენებლობა, ბოლნისში და წნორში მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრობის კანდიდატმა სპორტულ ინფრასტრუქტურაზე საუბრისას აღნიშნა, რომ დასრულების ეტაპზეა ახალციხისა და ზუგდიდის სპორტული კომპლექსების მშენებლობა; ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალსთვის კი, დაბა ბაკურიანში ეწყობა ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) მოედანი. თბილისში დასრულების ეტაპზეა ყინულის სასახლე.

ირაკლი ქარსელაძემ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, დაგეგმილია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სპორტული მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობა გათვალისწინებულია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და 70 ათას მაყურებელზე გათვლილი ახალი მრავალფუნქციური სტადიონის მშენებლობა თბილისში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში