თინათინ რუხაძე - ქართული კულტურაც და სპორტიც უფრო მაღლა დგას ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანის პირადი სიმპათია ან ანტიპათია და პოლიტიკური შეხედულებები

ჩვენი კარი ღია იქნება დარგში მოღვაწე ნებისმიერი ადამიანისთვის, მოვისმენთ ყველას პოზიციას, თუმცა, გადაწყვეტილებას ქვეყნის და დარგის ინტერესების გათვალისწინებით მივიღებ - ქართული კულტურაც და სპორტიც უფრო მაღლა დგას ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანის პირადი სიმპათია ან ანტიპათია და პოლიტიკური შეხედულებები, - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, თინათინ რუხაძემ, პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა.

მისი თქმით, ყველა იმ ადამიანის გვერდით იდგება, ვინც თავის საქმეს გააკეთებს და ამით ხელს შეუწყობს ქართული კულტურის დაცვას და განვითარებას.

„დარგში არსებული გამოწვევების კუთხით, საჭიროა ჩემი პირადი, როგორც მინისტრის აზრი დავაფიქსირო როგორ კულტურის, ისე, ამ ეტაპზე სპორტის მიმართულებითაც. შემდგომ ალბათ, ჩვენი სამინისტროები გაიყოფა, რადგან ასე იყო გაცხადებული. მაგრამ ვფიქრობ, ორივე სამინისტროს სახელით მაქვს უფლება ვთქვა, რომ ჩვენი კარი ღია იქნება დარგში მოღვაწე ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი მოქალაქისთვის. მოვისმენთ ყველას პოზიციას, თუმცა, გადაწყვეტილებას მე და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება სპორტის შემთხვევაშიც, ქვეყნის და დარგის ინტერესების გათვალისწინებით მივიღებ. ვიდგები ყველა ადამიანის გვერდით, ვინც თავის საქმეს გააკეთებს და ამით ხელს შეუწყობს ქართული კულტურის დაცვას და განვითარებას. ქართული კულტურაც და სპორტიც უფრო მაღლა დგას ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანის პირადი სიმპათია ან ანტიპათია და პოლიტიკური შეხედულებები. ამიტომ, ჩვენი ვალია, ყველამ ერთად ვიზრუნოთ მის განვითარებაზე. ასეთია ჩემი პოზიცია და ამ პრინციპით ვაპირებ შევეჭიდო იმ საპასუხისმგებლო საქმეს, რომელიც გუნდმა შემომთავაზა“, - განაცხადა რუხაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია