დავით სონღულაშვილი - ქართული ღვინისა და სხვა აგროსასურსათო პროდუქციის ცნობადობის ამაღლების მიზნით, განხორციელდება მარკეტინგული აქტივობები და ბაზრების დივერსიფიკაციაზე მიმართული პროგრამები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტის განვითარებაზე ისაუბრა.

მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება მევენახეობა-მეღვინეობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ უკანასკნელ წლებში, 70%-ით გაიზარდა ვენახების ფართობი, აგრეთვე, გაზრდილია ყურძნის გადამუშავება 52 000 ტონიდან - 300 000 ტონამდე, ხოლო ღვინის ექსპორტი 65 მლნ. დოლარიდან - 259 მლნ დოლარამდე, აღნიშნულის შედეგად კი, მევენახეების შემოსავალი გახუთმაგდა, 70 მილიონიდან - 350 მილიონამდე.

„ქართული ღვინისა და სხვა აგროსასურსათო პროდუქციის ცნობადობის ამაღლების მიზნით განხორციელდება მარკეტინგული აქტივობები და ბაზრების დივერსიფიკაციაზე მიმართული პროგრამები. აღნიშნული სამუშაოების გაწევის შემდეგ, მოლოდინი გვაქვს, რომ 2028 წლისთვის ღვინის ექსპორტმა 500 მლნ დოლარი უნდა შეადგინოს, აგრობიზნესის გამოშვებამ 24 მლრდ ლარს, ხოლო აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა - 2,3 მლრდ დოლარს უნდა მიაღწიოს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაგრძელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამები, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის პროცესების ხელშეწყობის, ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა; აგრარული დეფიციტური პროფესიების მხარდამჭერი პროგრამები; სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის, რისკების შემცირების მიზნით, დაიხვეწება აგროდაზღვევის პროგრამა; მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენების ხელშეწყობა; სოფლის მეურნეობის პროდუქციის ახალი გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების ინფრასტრუქტურის შექმნა და თანამედროვე საწარმოო ხაზით აღჭურვა; ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობა და ასევე, წარმოებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება; სასათბურე მეურნეობების განვითარება; სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (მათ შორის, მოსავლის ამღები) თანადაფინანსება;

„განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ შეიქმნება ფერმერული მეურნეობების ადმინისტრირების თანამედროვე სისტემა, მათ შორის, ფერმერული მეურნეობების რეესტრი და მიწის ნაკვეთების იდენტიფიკაციის სისტემა, რა თქმა უნდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება საძოვრების მდგრადი მართვა და დაინერგება ფერმერთა კოოპერირების ახალი, მოქნილი მექანიზმები ფერმერებისა და მწარმოებელი ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობის სტიმულირებისთვის“, - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს დავით სონღულაშვილს მოუსმინეს.

პრესრელიზს სამინისტრო ავრცელებს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს