მამუკა მდინარაძე - რეალურად, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მომავლის პერსპექტივაში, ვერ და არ იქნება იზოლირებული, თუ ვინმე საქართველოს იზოლაციას არ გადაწყვეტს

რეალურად, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მომავლის პერსპექტივაში, ვერ და არ იქნება იზოლირებული, თუ ვინმე საქართველოს იზოლაციას არ გადაწყვეტს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვაზე - იქნება თუ არა იზოლირებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ, მიხეილ ყაველაშვილი, როგორც პრეზიდენტი, წარსულში გაკეთებული განცხადებების გამო - პასუხისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართულ ოცნებასა“ და „ხალხის ძალას“ შორის ერთადერთი განსხვავება იყო ის - „სიმართლე იყო თუ არა აუცილებლად სათქმელი“.

„სასურველი სტუმარი უნდა განსაზღვრო იმის მიხედვით, თუ რამდენად სასურველია ის ქვეყანა, რომელმაც ის აირჩია. რაც შეეხება პერსონალურ განცხადებებს, რასაც ანტიდასავლურს ეძახიან, დამისახელეთ რომელიმე მათგანი და არა მხოლოდ საკუთარზე, მათ შორის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებებზე, მე ვაგებ პასუხს.

მაშინ, როდესაც ჩვენი პოზიციები გაიყო, იმაზე კი არ იყო საუბარი, რომ ისინი რაიმე არასწორს საუბრობდნენ, მაშინ საუბარი მხოლოდ იმაზე იყო, რომ ეს სიმართლე იყო თუ არა აუცილებლად სათქმელი, მეტი ჩვენ განსხვავება პოზიციებში არ გვქონია. იმის მიღმაც კიდევ არის რაღაცები, რაზეც ისინიც კი არ საუბრობენ, დღესაც არის კულისებში ბევრი რაღაც.

ბევრჯერ მითქვამს, ღმერთმა არ ქნას, რომ წითელი ხაზებთან მიახლოება დაგვჭირდეს მეთქი და ღმერთმა არ ქნა და არ დაგვჭირდა. ამიტომ ურთიერთობების გადატვირთვა შედარებით მარტივად მიგვაჩნია.

ყველა განცხადება დეტალურად შეგვიძლია გავიაროთ აქვე, გარკვეული ძალები არ ნიშნავს ამერიკის შეერთებულ შტატებს. არც გლობალური ომის პარტიაში გვიგულისხმია ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი.

საერთაშორისო საზოგადოებისგან პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იზოლირებული ვერ იქნება, თუ საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს იზოლაცია აქვს გადაწყვეტილი იმისათვის, რომ ეს ქვეყანა სიმართლისთვის იბრძვის და ზოგიერთ გარკვეულ ძალებს თავს არ აპყრობინებს. რეალურად პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მომავლის პერსპექტივაში, ვერ და არ იქნება იზოლირებული, თუ ვინმე საქართველოს იზოლაცია არ გადაწყვეტს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე