თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ხმაურია

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ხმაურია. რამდენიმე წუთის წინ, სამოქალაქო აქტივისტები აქციების მიმდინარეობისას დაკავებულების სოლიდარობის გამოსაცხადებლად მივიდნენ.

როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი აცხადებს, მათ სასამართლოში ბანერები და რუპორი აქვთ მოტანილი, მანდატურის სამსახურმა კი მათი გამოყენების უფლება არ მისცა.

„რუპორი ავიღე, ვეცადე, რომ ჩამერთო, მაგრამ მომცვივდნენ მანდატურები და მითხრეს, რუპორის ჩართვის და აქ შემოტანის უფლება არ გაქვთო. კარებს გარეთ გაგვაგდეს, დაამტვრიეს რუპორი და გადმოვიდნენ ძალადობაზე“, - განაცხადა გელა ხასაიამ.

აქტივისტ მარიამ შუშანიას განმარტებით კი, ისინი „უსამართლოდ დაკავებულ ადამიანებს უცხადებენ სოლიდარობას, სასამართლოში კი ბანერების შემოტანის უფლება არ მისცეს“.

„ძალადობით გაყარეს ბავშვები, იძალადეს, ძირს დააგდეს, ტელეფონები დაგვაყრევინეს... სად წერია, რომ სასამართლოს ეზოში ბანერის შემოტანა არ შემიძლია?“, - აღნიშნა შუშანიამ.

მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა აქტივისტების ნაწილი სასამართლოს ეზოს გარეთ გაიყვანეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს