ლევან კოჭლოშვილი - ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჰყავდეს ისეთი ერთგული და ქვეყნის მოყვარული პრეზიდენტი, როგორიც მიხეილ ყაველაშვილია

საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად "ხალხის ძალის" პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა - განსაკუთრებული ემოცია მქონდა, როდესაც მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილების შესახებ გავიგე, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჰყავდეს ისეთი ერთგული და ქვეყნის მოყვარული პრეზიდენტი, როგორიც მიხეილ ყაველაშვილია, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი.

მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილი, როგორც ქვეყნის მომავალი მთავარსარდალი, ყველაფერს გააკეთებს, იმისათვის, რომ საქართველომ კვლავ შეინარჩუნოს თვითმყოფადობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.

“მქონდა ბედნიერება, მემუშავა მიშასთან ერთად. მისთვის სამი უმაღლესი ფასეულობაა - ოჯახი, რწმენა, სამშობლო. აი, ამ უმთავრესი ღირებულებების მქონე ადამიანი გამოირჩევა შესაშური ენთუზიაზმით და მასზე დაკისრებული მოვალეობის განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და მონდომებით შესრულებით, რომელიც, როგორც ქვეყნის მომავალი მთავარსარდალი, ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველომ კვლავ შეინარჩუნოს თვითმყოფადობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. სახელმწიფოს ამ სამი უმთავრესი ფუნდამენტის შენარჩუნების საქმეში კი პრეზიდენტის როლი უმნიშვნელოვანესია. გილოცავ მიშა და ვულოცავ საქართველოს!“, - წერს ლევან კოჭლოშვილი.

კოჭლოშვილის შეფასებას, “ხალხის ძალის“ პრესსამსახური ავრცელებს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა