რუმინეთის პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატი - ნატო-დან და ევროკავშირიდან გასვლა არ მინდა

ნატო-დან და ევროკავშირიდან გასვლა არ მინდა, - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ განაცხადა.

„ეს ასე არ არის! ეს არასდროს მითქვამს. მაგრამ, მე ვამბობდი, რომ მოლაპარაკებების წარმოება და ეროვნული ინტერესების პირველ ადგილზე დაყენება მსურს. ნატო-დან და ევროკავშირიდან გასვლა არ მინდა. რაც მსურს არის ის, რომ გარკვეული პოზიცია დავიკავო და მუხლებზე არ დავდგე. როგორც ვთქვი, ყველაფერი ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა კალინ ჯორჯესკუმ.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მის მოწინააღმდეგეს, ელენა ლასკონის რუმინეთის უკრაინაში მიმდინარე ომში ჩართვა სურს.

„გუშინ ვნახეთ, როგორ გამოუცხადა ქალბატონმა ლასკონიმ ომი არა მხოლოდ მე, არამედ, მთელ ქვეყანას. გერმანიამ განაცხადა, რომ ომისთვის ემზადება, ლასკონიმაც იგივე გაიმეორა და დაამატა, რომ ნატო-სა და ევროკავშირის ნებისმიერ მოთხოვნას შეასრულებს“, - აღნიშნა კალინ ჯორჯესკუმ.

შეგახსენებთ, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 8 დეკემბერს გაიმართება, ის მემარჯვენე-ცენტრისტული ოპოზიციური პარტიის „კავშირი რუმინეთის ხსნისთვის“ ლიდერს, ელენა ლასკონის დაუპირისპირდება.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა