გიორგი პერტაიამ ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს და მსხვილ თურქულ კომპანიებს უმასპინძლა

გიორგი პერტაიამ ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს და მსხვილ თურქულ კომპანიებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო პალატა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ქვეყნებს შორის საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

“პალატის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა თბილისსა და ტრაპიზონს შორის დაწყებული პირდაპირი ფრენების მნიშვნელობას.

გიორგი პერტაიამ აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ პოზიციაზე იმყოფება, შესაბამისად ქვეყანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია საქართველოსთვის.

პალატის პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებთან, ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან ერთად, საქართველოსთვის პრიორიტეტული საინვესტიციო სექტორებიც განიხილა. გარდა ამისა, ბიზნეს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით ხაზი გაესვა ქართული და თურქული ბიზნესების დაახლოების საკითხებსა და ორ ქვეყანას შორის ბიზნეს ფორუმების გამოცდილებას.

შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა საქართველოსა და ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

ვიზიტის ფარგლებში, ქართულ და თურქულ ბიზნეს წრეებს შორის ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები გაიმართა, სადაც ორივე ქვეყნის ბიზნეს კომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განეხილათ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა