მამუკა ხაზარაძე - ერთადერთი, რითაც მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, არის რუსეთის უპირობო მორჩილება და “რუსული კანონი” - ეს ადამიანი და მისი პატრონები წარმოადგენენ გამოკვეთილ რუსულ ძალას საქართველოში

ერთადერთი, რითაც მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, ეს არის რუსეთის უპირობო მორჩილება და “რუსული კანონი”, რომლის ავტორიც და უპირობო დამცველიც ის და მისი პოლიტიკური დაჯგუფებაა, - ასე აფასებს „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე “ქართული ოცნების” მხრიდან საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას.

ხაზარაძის განცხადებით, საქართველოში ხორციელდება კონსტიტუციური გადატრიალება, რომელსაც ეროვნულობას ამოფარებული პრორუსული ძალები ახორციელებენ.

“დღეს რუსულმა ძალამ საქართველოში, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, არჩევნების გაყალბებისა და მიტაცების შემდეგ, კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯი გადადგა - არალეგიტიმური პარლამენტის ფორმირების შემდეგ პრეზიდენტის ინსტიტუტი მიიტაცა.

ყაველაშვილის პიროვნულ თვისებებზე არაფერს ვიტყვი, არც პრეზიდენტის თანამდებობისთვის შეუსაბამო უნარ-ჩვევებზე შევჩერდები - ეს საზოგადოებამ შეაფასოს.

მხოლოდ ერთს აღვნიშნავ - ერთადერთი, რითაც მან საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, ეს არის რუსეთის უპირობო მორჩილება და “რუსული კანონი”, რომლის ავტორიც და უპირობო დამცველიც ის და მისი პოლიტიკური დაჯგუფებაა.

ეს ადამიანი და მისი პატრონები წარმოადგენენ გამოკვეთილ რუსულ ძალას საქართველოში, რომელსაც ცრუ ქართულ-პატრიოტული შეფუთვით წლებია ეს ქვეყანა მიჰყავთ იზოლაციისკენ და რუსეთისკენ.

ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით საქართველოში ხორციელდება კონსტიტუციური გადატრიალება, რომელსაც ეროვნულობას ამოფარებული პრორუსული ძალები ახორციელებენ, იმისთვის, რომ ბოლომდე მიიტაცონ ყველა სახელმწიფო, დემოკრატიული ინსტიტუტი, ფეხქვეშ გათელონ საქართველოს კონსტიტუცია და ეს ქვეყანა დააყენონ არალეგიტიმაციის დაუსრულებელ გზას.

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ არ ვაპირებთ ვითანამშრომლოთ ისეთ ძალასთან, რომლის პრიორიტეტი არ არის ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა. ჩვენი ვალია, არ მივცეთ მათ იმის საშუალება, რომ ბოლომდე მიიყვანონ მზაკვრული გეგმა, ქვეყნის სუვერენიტეტის ნგრევის, რუსეთის სამსახურში ჩაყენების, ანტიეროვნული პოლიტიკის განხორციელების, რისი შედეგიც არის ასობით ათასი ემიგრანტი - ეს არის რუსული პოლიტიკა - საქართველო ქართველების გარეშე!

მე და ჩემი თანაგუნდელები ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ წინ აღვუდგეთ ამ მტრულ გეგმას და არ მივცეთ მოღალატე ხელისუფლებას მისი განხორციელების საშუალება.

მჯერა ქართველი ხალხის მებრძოლი სულის! ვირჩევთ ევროპას, რაც ჩვენი ეროვნული არჩევანია!“,- წერს ხაზარაძე „ფეისბუქ“ გვერდზე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის