პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენს - დღეს, რთული პერიოდის წინაშე, ქართველებს გვჯერა, რომ თქვენი ლიდერობით ახალი ევროკომისია ძლიერ მიმართულებას მოგვცემს, რათა დაგვეხმაროს ქვეყნის ევროპულ გზაზე აღდგენაში

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს ულოცავს ევროპარლამენტის მიერ ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას და ახალ მანდატს.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი გამოთქვამს რწმენას, რომ მისი ლიდერობით ახალი ევროკომისია ძლიერ მიმართულებას მისცემს, რათა დაეხმაროს ქვეყანას მის ევროპულ გზაზე.

“გილოცავთ, პრეზიდენტო ურსულა ფონ დერ ლაიენ, თქვენს ახალ მანდატს. მჯერა, რომ როგორც აქამდე იგივე ერთგულებით გააგრძელებთ უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში თავისუფლებისა და დემოკრატიის და უფრო დიდი და ძლიერი ევროპის პრინციპის დაცვას.

დღეს, რთული პერიოდის წინაშე, ჩვენ, ქართველებს გვჯერა, რომ თქვენი ლიდერობით ახალი ევროკომისია ძლიერ მიმართულებას მოგვცემს, რათა დაგვეხმაროს ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე აღდგენაში”, - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო