ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის აგრესიული რეაქციიდან ყველაზე კარგად გამოჩნდა, რომ მიხეილ ყაველაშვილის მხარდაჭერა ჩვენი პოლიტიკური გუნდის სწორი არჩევანი იყო - საუკეთესო კანდიდატი შეირჩა პრეზიდენტის თანამდებობაზე

ცალკეულად არცერთ ადამიანს არ შეუძლია ერთი ხელის მოსმით გადაჭრას მნიშვნელოვანი პრობლემა - ე.წ. პოლარიზაცია, მაგრამ ზეპარტიულ პრეზიდენტს შეუძლია, ხელი შეუწყოს პროცესების სწორი მიმართულებით წარმართვას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატზე ოპოზიციის აგრესიული რეაქცია არის საუკეთესო დასტური იმისა, რომ კანდიდატი სწორად არის შერჩეული.

„რაც შეეხება ოპოზიციის და მათი მედიასაშუალებების, მათ შორის, სოცმედიაში გაშლილ კრიტიკას, კრიტიკაზე მეტად ეს არის სიძულვილის კამპანია, რაც მათთვის დამახასიათებელია და რასაც არავითარი ფასი არ აქვს. მათ შორის, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, ამაზე ბევრად უფრო ბინძური კამპანია ჰქონდათ გაშლილი ამ ადამიანებს, ამ მედიასაშუალებებს თავის დროზე, 6 წლის წინ, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, თუმცა, როგორც კი სალომე ზურაბიშვილმა უღალატა ქვეყანას და დადგა არა სახელმწიფო სამსახურში, არამედ უცხო ძალის სამსახურში, მაშინვე, პრაქტიკულად, გმირად გამოაცხადეს ეს ადამიანი. თავის დროზე მოღალატედ შერაცხილი სალომე ზურაბიშვილი გამოაცხადეს ლამის ეროვნულ გმირად, ამიტომ მათ არავითარ ნათქვამს ფასი არ აქვს. ეს არ არის კრიტიკა, ეს არის ჩვეულებრივი სიძულვილის კამპანია, სიძულვილის დათესვის მორიგი მცდელობა, ე.წ. პოლარიზაციის გაღვივების მორიგი მცდელობა. სინამდვილეში, მათი რეაქციიდან ყველაზე კარგად გამოჩნდა ის, რომ სწორი არჩევანი გაკეთდა ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, როდესაც მხარი დავუჭირეთ მიხეილ ყაველაშვილს. მათი აგრესიული რეაქცია არის საუკეთესო დასტური იმისა, რომ სწორედ საუკეთესო კანდიდატი შეირჩა ამ თანამდებობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო