შალვა პაპუაშვილი - ოპონენტების პანიკური რეაქცია დასტურია, რომ გუნდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო - მიზანში გავარტყით, გვეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ექნება მთავარი თვისება, რაც წინა სამ პრეზიდენტს არ ჰქონდა: ხალხის ერთგულება და ქვეყნის ინტერესებით მოქმედება

ოპონენტების რეაქცია არის დასტური, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა სწორი არჩევანი გააკეთა მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დასახელება სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან მას წინა სამი პრეზიდენტისგან განსხვავებით, გააჩნია ხალხის მიმართ ერთგულება და ქვეყნის ინტერესებით მოქმედების უნარი.

„როგორც იცით, წელს პირველად მოხდება პრეზიდენტის არჩევა ამერიკული ტიპის არჩევნებით, კერძოდ, კოლეგიის მიერ, რომლის ნახევარსაც დააკომპლექტებს საქართველოს პარლამენტი. პარლამენტის საქმეც აქ მნიშვნელოვანია, გარდა იმისა, რომ ეს პოლიტიკური გუნდის ერთგული გადაწყვეტილება იყო. რაც შეეხება მიხეილ ყაველაშვილს, მგონი, ოპონენტების რეაქცია ყველაზე კარგი დასტურია, რომ ყველაზე სწორი არჩევანი გააკეთა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა. ნახეთ მათი პანიკური რეაქციები, შესაბამისად, ეს ადასტურებს, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. გასაგებია, რომ ჩვენ „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტების მოსაწონი კანდიდატი არც გვეყოლება და არც უნდა გვყოლოდა. მათი რეაქცია დასტურია, რომ ზუსტად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და მიზანში გავარტყით იმ მხრივ, რომ ჩვენ გვეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ექნება მთავარი თვისება. ეს თვისება, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ჩვენს წინა სამ პრეზიდენტს არ ჰქონდა, ეს არის ქართველი ხალხის ერთგულება და ქვეყნის ინტერესებით მოქმედება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილი ამ პოზიციაზე ღირსეული კანდიდატია.

„ერთი მხრივ, მას აქვს წარმატებული სპორტული კარიერა და მეორე მხრივ, წარმატებული პოლიტიკური კარიერა. რვა წელია, აქტიურ პოლიტიკაშია, არის ერთ-ერთი წამყვანი ლიდერი, პოლიტიკური მოღვაწე და პარლამენტის წევრი. ბოლო 20 წელია, ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო იმ რეჟიმის წინააღმდეგ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი, დღევანდელი დღის ჩათვლით აკეთებდა ყველაფერს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაცობა“, როგორც იდეოლოგია, არასდროს მობრუნებულიყო ქვეყანაში და არ დაეტრიალებინათ ის კოშმარი, რომლითაც ყოველ ჯერზე ემუქრებიან ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა “რუსთავი2“ - ის ეთერში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო