ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად, ქუჩები, ეზოები და სახლების სარდაფები დაიტბორა

ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.

მოქალაქეების ინფორმაციით, დატბორილი ქუჩების გამო, გადაადგილება უჭირთ, ისინი ბათუმის მერიას მიმართავენ.

“ბათუმში, თითქმის, სამი საათის განმავლობაში საცობში ვიყავი, ავტობუსით ვმგზავრობდით, გაუსაძლისი გახდა გადაადგილება, ბავშვები ბაღიდან და სკოლიდან გამოსული, სახლში ვერ ბრუნდებოდნენ”,- ამბობენ მოქალაქეები.

თავის მხრივ, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მათივე ცნობით, პრობლემურ ლოკაციებზე ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანიც იმყოფება.

“ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლების ეზოები და სარდაფები. ყველა პრობლემურ ლოკაციაზე მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები. მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები, იწმინდება ჭები და ცხაურები, ასევე ზღვაში გამსვლელი არხები. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ადგილზე იმყოფება ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი. მუნიციპალური ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება”, - აცხადებენ ბათუმის მერიაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა