ირაკლი კობახიძე - ჩვენი პროგრამის მიხედვით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ განვითარების თვისებრივად სხვა დონეზე გადავალთ

ჩვენი პროგრამის მიხედვით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ განვითარების თვისებრივად სხვა დონეზე გადავალთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გაგრძელდება ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე ზრუნვა და ამისათვის კონკრეტული პროგრამაც არის წარდგენილი.

„ჩვენი პროგრამის მიხედვით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით გაიზრდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ განვითარების თვისებრივად სხვა დონეზე გადავალთ. არის ოპოზიციის სურვილები, რომ ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიქცეს, მაგრამ არის სავალუტო ფონდის პროგნოზები, რომლის მიხედვითაც ჩვენ მსოფლიოში მეორე ადგილს ვიკავებთ 5-წლიან პერსპექტივაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. პირველ ადგილზე არის ქვეყანა, სადაც ნავთობი აღმოაჩინეს რამდენიმე წლის წინ, ჩვენ ვართ მეორე ადგილზე, წინა სამი წლისა და ამ მეოთხე წლის მონაცემები რომ ავიღოთ, აქ ფართო რეგიონში და ევროპაში ვართ პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. მანამდეც ამტკიცებდა ოპოზიცია, რომ ყველაფერი იქნებოდა ცუდად, ქვეყანა ჩამოიქცეოდა, ეკონომიკა ჩამოიქცეოდა, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ პირველ ადგილზე გასვლა ევროპაში, ფართო რეგიონში ეკონომიკური ზრდის კუთხით წინა სამი წლის განმავლობაში და წლევანდელი ზრდა შარშანდელზე მაღალია, რაც არის ძალიან კარგი. ეს ტენდენცია თავისუფლად შეგვიძლია შევინარჩუნოთ, მით უმეტეს გვაქვს ძალიან კონკრეტული პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, მათ შორის არის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებასთან დაკავშირებული პროექტები, ესენი არის იგივე ავტობანის პროექტის დასრულება, ანაკლიის პროექტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, თბილისის და ქუთაისის აეროპორტების პროექტები და ა.შ. არის ძალიან ამბიციური პროგრამა, ამაზე ხვალ დეტალურად გვექნება საუბარი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, სწორედ ეს პროგრამა და პროექტები, რაც არის გათვალისწინებული სამთავრობო პროგრამით, არის იმის გარანტია, რომ არათუ ტენდენცია შენარჩუნდება, არამედ უფრო სწრაფი ტემპით წავა ეკონომიკური განვითარება.

„ეკონომიკის განვითარება არის მთავარი პირობა იმისათვის, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციები გაძლიერდეს და ა.შ. ყველა კუთხით ეკონომიკას ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა. შესაბამისად, ეკონომიკური განვითარება იქნება ჩვენი 4-წლიანი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი. გარდა სხვა საკითხებისა, როგორიც არის ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება, განათლების სისტემის გაუმჯობესება და ა.შ. ამ ყველაფერზე დეტალურად ვისაუბრებ ხვალ პარლამენტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს