დონალდ ტრამპმა უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად კიტ კელოგი შეარჩია

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი, რომელმაც უკრაინაში ომის დასრულების შესახებ გეგმა წარუდგინა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის საკითხში სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე შეარჩია, - Reuter-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„კიტს ჰქონდა გამორჩეული სამხედრო და საქმიანი კარიერა, მათ შორის მსახურობდა ძალიან მგრძნობიარე ეროვნული უსაფრთხოების პოზიციებზე ჩემს პირველ ადმინისტრაციაში“, - წერს ტრამპი.

ამჟამად აშშ-ში უკრაინის ომის საკითხზე სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა არ არსებობს, თუმცა დონალდ ტრამპმა პირადად გამოხატა ინტერესი ამ პოზიციის შექმნასთან დაკავშირებით.

კელოგმა უკრაინის შესახებ გეგმა ფრედ ფლეიცთან ერთად შეადგინა, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის დროს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შტაბის უფროსი იყო.

Reuters-მა ივნისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ომის დასრულების შესახებ კელოგის გეგმა გულისხმობს საბრძოლო ხაზების გაყინვას არსებულ ლოკაციებზე და კიევისა და მოსკოვის მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას. გეგმის მიხედვით, აშშ ეტყვის უკრაინას, რომ ის მიიღებს უფრო მეტ ამერიკულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაიწყებს. შეერთებული შტატები ამავდროულად გააფრთხილებს მოსკოვს, რომ მოლაპარაკებაზე ნებისმიერი უარი გამოიწვევს უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის გაზრდას.

კელოგი იყო თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შტაბის უფროსი ტრამპის პრეზიდენტობისას, 2017-2021 წლებში და მაშინდელი ვიცე პრეზიდენტის, მაიკ პენსის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა