სერგეი რიაბკოვი - კიევისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა იქნება ყველაზე დიდი ნაბიჯი კონფლიქტის სრულიად უკონტროლო ზრდისკენ

კიევისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა ყველაზე დიდი ნაბიჯი იქნება კონფლიქტის სრულიად უკონტროლო გაფართოებისკენ, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

„არ ვიცი, ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც ასეთ რაღაცეებს ​​ამბობენ, მე არაერთხელ დამიფიქსირებია მსგავსი განცხადებები კიევის სხვადასხვა დონის პასუხისმგებელი, უფრო სწორად, უპასუხისმგებლო პირებისგან, მაგრამ ეს იქნება ყველაზე დიდი ნაბიჯი კონფლიქტის შემდგომი და სრულიად უკონტროლო ზრდისკენ“, - განაცხადა რიაბკოვმა.

გასულ კვირას New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი დასავლელი ოფიციალური პირის ვარაუდით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, შესაძლოა, უკრაინას ბირთვული იარაღის გადასცეს, თუმცა არსებობს შიში, რომ ასეთ ნაბიჯს სერიოზული შედეგები მოჰყვება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს