ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარკ რუტესთან საჰაერო თავდაცვის ის სისტემები დაასახელა, რომელმაც შეიძლება "ორეშნიკის" წინააღმდეგ იმუშაოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ რუსეთის მხრიდან ახალი ბალისტიკური რაკეტით შეტევის ფონზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის კონკრეტული საჭიროებები განიხილეს. ამის შესახებ ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე წერს.

უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენების ფონზე ნატო-ს გენერალურ მდივანთან რეაგირების შესაძლო ვარიანტებზე ისაუბრა.

„მე დავასახელე საჰაერო თავდაცვის კონკრეტული სისტემები, რომელიც საჭიროა, რომელმაც, შესაძლოა, იმუშაოს. საჰაერო თავდაცვის ეს სისტემები ჩვენს პარტნიორებს აქვთ“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, რუსეთში მდებარე სამხედრო ობიექტებზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმის ნებართვა უკრაინას დაეხმარა, მაგრამ რუსეთზე ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს და გაიზარდოს სხვადასხვა დონეზე.

„ჩვენ განვიხილეთ კონტაქტები პარტნიორებთან - ამერიკასთან და სხვებთან - მათთან ჩვენი კოორდინირებული მუშაობა, რათა განვახორციელოთ ის, რაზეც უკვე შევთანხმდით და საჭირო დამატებითი გაძლიერების მიზნით - როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური. კერძოდ, უკრაინის ნატო-ში მოწვევის მიზნით“, - წერს ზელენსკი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა