რუსეთი უკრაინას „კალიბრებით“ და ფრთოსანი რაკეტებით უტევს, ისმის აფეთქებების ხმები

რუსული ძალები დღეს დილიდან უკრაინის ტერიტორიაზე მასიურ სარაკეტო თავდასხმას ახორციელებენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წუხელ რუსებმა დრონები გაუშვეს, დილით კი Tu-95MS ტიპის 7 სტრატეგიული ბომბდამშენი აფრინდა ცაში. ამასთან, დღეს დილით რუსებმა შავი ზღვიდან „კალიბრები“ გაუშვეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აფეთქებების ხმები ისმის. ქვეყანაში დაიწყო ელექტროენერგიის გათიშვა.

ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი იუწყება, რომ მტერმა ხარკოვზე სამი დარტყმა განახორციელა. შედეგები, ჯერჯერობით, უცნობია.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა