კუბის პრეზიდენტი - აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ჩვენთვის ახალს არაფერს წარმოადგენს

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ჩვენთვის ახალს არაფერს წარმოადგენს, - ამის შესახებ კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა განაცხადა.

„ქვეყანა მზად არის. ჩვენ შიშის გარეშე გავაგრძელებთ, გვჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევითა და საკუთარი ნიჭით, წინსვლა შეგვიძლია“, - განაცხადა მიგელ დიას-კანელმა.

მისივე თქმით, კუბა აშშ-სთან „თანაბარ პირობებში“ მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

„ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ აშშ-ის ხალხის წინააღმდეგ არაფერი გვაქვს და თანაბარ პირობებში აშშ-ის მთავრობასთან დიალოგისთვის მზად ვართ. ვალდებულებების დაკისრების გარეშე, პატივისცემითა და სხვა არაფრით, რაც ჩვენს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე გავლენას მოახდენს“, - აღნიშნა კუბის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს