მომსახურების სააგენტოს საჩხერის სტრუქტურულ ერთეულში, დიდთოვლობის გამო, მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპი შეჩერებულია

მომსახურების სააგენტოს საჩხერის სტრუქტურულ ერთეულში, დიდთოვლობის გამო, მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპი შეჩერებულია. ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე ჩაწერილი კანდიდატების მიმართ არ გავრცელდება დისკვალიფიკაცია და გადახდილი თანხა სრულად შეუნარჩუნდებათ.

„გაცნობებთ, რომ მომსახურების სააგენტოს საჩხერის სტრუქტურულ ერთეულში, დიდთოვლობის გამო, მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპი შეჩერებულია. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე ჩაწერილი კანდიდატების მიმართ არ გავრცელდება დისკვალიფიკაცია და სრულად შეუნარჩუნდებათ გადახდილი თანხა. კანდიდატებს, გამოცდაზე გასვლის კონკრეტული თარიღის შესახებ, დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად ეცნობებათ“,- აღნიშნულია მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება