ირაკლი კობახიძე - საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება დარჩება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად - შევინარჩუნებთ პრაგმატულ პოლიტიკას

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.

როგორც მან პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას აღნიშნა, ამ პრიორიტეტში ქვეყანას აქვს წითელი ხაზები, რომელიც ტერიტორიების დეოკუპაციასთანაა დაკავშირებული და ეს წითელი ხაზები ბოლომდე იქნება დაცული.

„2012 წლიდან მოყოლებული, მთელი ამ წლების განმავლობაში, არაღიარების პოლიტიკა იყო ძალიან წარმატებული. რა თქმა უნდა, ამაზე ზრუნვაც გაგრძელდება. როცა საქმე ექნება საქართველო - რუსეთის ურთიერთობებს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება პრაგმატული პოლიტიკა. პრაგმატული პოლიტიკა არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები. საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება დარჩება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს „წითელი ხაზები“, ეს არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციასთან. ჩვენ გაქვს ჩვენი მისწრაფებები და ეს „წითელი ხაზები“ ბოლომდე იქნება დაცული. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ პრაგმატულ პოლიტიკას. ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანები არის სიღარიბის დაძლევა და მეორე უმთავრესი ეროვნული ამოცანა არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა. ამ მიზნის მიღწევა დამოკიდებულია გლობალურ ტენდენციებზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პირველ ამოცანასთან ერთად, ეს ამოცანაც იქნება სათანადოდ გადაჭრილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის