მამუკა მამულაშვილი - დონეცკის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილება, ჩემს წინააღმდეგ წამოწყებული მადისკრედიტირებელი კამპანიის ნაწილია

დონეცკის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილება, ჩემს წინააღმდეგ წამოწყებული მადისკრედიტირებელი კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, - ასე აფასებს უკრაინაში მებრძოლი, „ქართული ლეგიონის“ მეთაური, მამუკა მამულაშვილი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მას დაუსწრებლად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

როგორც მამულაშვილმა ambebi.ge-თან ინტერვიუში აღნიშნა, ეს სისხლის სამართლის მე-9 საქმეა, რომელიც მის წინააღმდეგ აღძრეს.

„ეს არის სისხლის სამართლის მე-9 საქმე, რომელიც რუსეთის ფედერაციამ და მისმა მარიონეტებმა ჩემს წინააღმდეგ აღძრეს. სასჯელი ოთხჯერ შემიფარდეს, მათ შორის სამჯერ მუდმივი პატიმრობა მომისაჯეს. ძირითადად რუსი სამხედროების წინაშე ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს, ოფიცრების მკვლელობას და მსგავს რაღაცებს მედავებიან. რაც უნდათ იმას მოიგონებენ, ხელს რა შეუშლით?! სავარაუდოდ, დონეცკის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემს წინააღმდეგ წამოწყებული მადისკრედიტირებელი კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მათ სურთ, რომ სამხედრო დამნაშავეებად წარმოგვაჩინონ. მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია ჩემს წინააღმდეგ, ხან იმას მაბრალებენ, რომ მოწამლული არ ვიყავი და დავიბრალე და ხან რა სისულელეს“, - განაცხადა მამულაშვილმა.

მისი განმარტებით, ზოგადად, რუსები საფრთხეს ხედავენ იმ ადამიანებში, რომლებსაც იდეოლოგია აქვთ.

„ქართული ლეგიონი“ არის ყველაზე დიდი უცხოური ლეგიონი უკრაინაში, რომელსაც იდეოლოგიასთან ერთად კარგი სამხედრო მომზადებაც აქვს. შესაბამისად, რუსეთისთვის ჩვენ განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოვადგენთ და 2014 წლიდან ორგანიზებულად გვებრძვიან, როგორც ინფორმაციული თვალსაზრისით, ასევე ფიზიკურადაც ცდილობენ ჩვენს განადგურებას“, - განაცხადა მამულაშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა