ირაკლი კობახიძე - IQ-ზე იყო შეკითხვა და ათი თავით სჯობნის მიხეილ ყაველაშვილი, როგორც სალომე ზურაბიშვილს, ისე მარგველაშვილს და ზოგიერთ სხვა პრეზიდენტს - ეს არის ჩემი პასუხი

IQ-ზე იყო შეკითხვა, ერთი თავით სჯობნის და ათი თავით სჯობნის მიხეილ ყაველაშვილი, მათ შორის ამ კომპონენტში, როგორც სალომე ზურაბიშვილს, ისე მარგველაშვილს და ზოგიერთ სხვა პრეზიდენტს. ეს არის ჩემი პასუხი, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებდა პრეზიდენტობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის IQ-ს.

ამასთან, ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ მიხეილ ყაველაშვილს ანტიდასავლური განცხადება არასდროს გაუკეთებია.

„რაც შეეხება მიხეილ ყაველაშვილს, მას არ გაუკეთებია, ხაზგასმით ვამბობ, არცერთი ანტიდასავლური განცხადება. ისევე, როგორც ჩვენი გუნდის თითოეული წევრი, ისიც ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციას, მას არასდროს, არცერთი ანტიდასავლური განცხადება არ გაუკეთებია. როდესაც ის აკრიტიკებდა კონკრეტულ ბიუროკრატებს, პოლიტიკოსებს, სტრუქტურების უსამართლო გადაწყვეტილებებისთვის ეს არ არის ანტიდასავლური განცხადება. ანალოგიურად, როდესაც ჩვენ გვაკრიტიკებენ შეიძლება ეს ვიღაცამ მოიხსენიოს, როგორც ანტიქართული განცხადება, რაც არასწორია. კრიტიკა არის კრიტიკა, როდესაც მითუმეტეს უსამართლობას აკრიტიკებ ეს არ არის ანტიგანცხადება. ეს არ იყო ანტიდასავლური განცხადებები, ეს იყო ჯანსაღი კრიტიკული განცხადებები იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენ ყველა ვხედავდით. შესაბამისად, მიხეილ ყაველაშვილი არის გამორჩეულად ღირსეული ადამიანი, თუ ვინმეს უყვარს ამ ქვეყანაში საკუთარი სამშობლო, ეს არის ერთ-ერთი პირველი სწორედ მიხეილ ყაველაშვილი.

IQ-ზე იყო შეკითხვა, ერთი თავით სჯობნის და ათი თავით სჯობნის მიხეილ ყაველაშვილი, მათ შორის ამ კომპონენტში, როგორც სალომე ზურაბიშვილს, ისე მარგველაშვილს და ზოგიერთ სხვა პრეზიდენტს. ეს არის ჩემი პასუხი. მისი წარსული საქმიანობიდან შემიძლია თამამად გითხრათ ეს ყველაფერი. სალომე ზურაბიშვილს, მაგალითად, რომ ჰქონოდა IQ, ჯერ ერთი, იტყოდა იმას, რომ 20-25% აქვს „ქართულ ოცნებას“ და მაქსიმუმ, 10% შეიძლება გააყალბოს. ის არ დაარღვევდა კონსტიტუციას, ის არ გაყიდდა საკუთარ სამშობლოს, არ უღალატებდა საკუთარ ქვეყანას. IQ რომ არ ჰქონდა, იმიტომ გააკეთა ეს ყველაფერი“, - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა