მამუკა მდინარაძე - ყველა შემთხვევაში მივიღებთ საბოლოოდ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ქართველი ხალხი ამას იზეიმებს

საქართველო 2030 წლისთვის იქნება ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის ყველაზე მზად ევროკავშირის წევრობისათვის. შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით პირნათელი საკუთარი ხალხის, ქვეყნის და მისი ევროპული მომავლის წინაშე - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ადრე თუ გვიან საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

„დარწმუნებული ვარ ჩვენ მომავალ გამარჯვებებს ვიზეიმებთ, ვიდრე ეროვნული ძალები არ იქნებიან ოპოზიციაში და არა ისეთები, როგორებიც დღეს არიან. ჩვენ არ დავთმობთ ხელისუფლებას, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება შეიძლება ჩაანაცვლოს მხოლოდ და მხოლოდ ეროვნულმა ძალამ. ბედნიერი ვარ გულწრფელად იმით, რომ შემიძლია ამაყად ვთქვა, ამ სამთავრობო პროგრამით და ამ ჩვენი თითოეული გადადგმული ნაბიჯით, საქართველო 2030 წლისთვის იქნება ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის ყველაზე მზად ევროკავშირის წევრობისათვის. შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით პირნათელი საკუთარი ხალხის, ქვეყნის და მისი ევროპული მომავლის წინაშე. შემდეგ ჯერი ევროპელებზე, ევროპულ მაშინდელ 2030 წლისათვის მოქმედ ბიუროკრატიაზე იქნება და დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, შეიძლება ცოტა გვიანაც, ერთი, ორი, სამი წელი აქ არაფერს ნიშნავს, ჩვენ ერთი, ორი და თუნდაც ხუთი წლისთვის არ დავთმობთ რაღაცებს, რისი დათმობის ხარჯზე ვიღაცებს წარმოუდგენიათ ევროპელობა, ეს ასე არ არის, მაგრამ ძალიან მალე, მაინც ყველა შემთხვევაში მივიღებთ საბოლოოდ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ქართველი ხალხი ამას იზეიმებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე