ლევან დავითაშვილი - ვემზადებით იმისთვის, რომ ვიყოთ მზად ევროკავშირის წევრობისთვის - ბევრი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდა, საწყის ეტაპზე ეკონომიკური კუთხით გარკვეულ პრობლემებს განიცდიდა

პაპუაშვილმა კონკრეტული მაგალითები მოიყვანა, რომლებიც შეიძლება ჩვენი ეკონომიკისთვის გამოწვევა იყოს - ბევრი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდა, საწყის ეტაპზე ეკონომიკური კუთხით გარკვეულ პრობლემებს განიცდიდა, ამას ადაპტაცია სჭირდებოდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კითხვაზე, „ქართულ ოცნებას“ იმისთვის ხომ არ სჭირდებოდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ კონსტიტუციიდან ქვეყნის ევროპულ კურსთან დაკავშირებით შესაბამისი პუნქტი ამოღებულიყო“, ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ „არანაირად“.

„ევროკავშირში საქართველოს წევრობა ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ეკონომიკური კუთხით. შესაბამისად, ჩვენ ძალიან გაცნობიერებულად აღვნიშნეთ და საბოლოოდ, კონსტიტუციაში დავაფიქსირეთ, რომ ჩვენი არჩევანი ევროპაში ინტეგრირებაა. თუმცა, როგორც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა, მათ შორის ეკონომიკური კუთხით, წევრობისთვის მზადყოფნა. საქართველოს არჩეული აქვს გზა როგორც პოლიტიკისა და საკანონმდებლო სივრცის დაახლოების კუთხით, ისე რეფორმების, ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესებისა და შესაბამისობაში მოყვანის კუთხით, რაც საქართველოს ევროკავშირში წევრობისთვის მოამზადებს. ჩვენ ამ გზაზე ვართ, ეს რეფორმები ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. გვაქვს ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული გეგმა, რომელიც მათ შორის, საზოგადოებისთვის ცნობილია.

რეალურად, ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ ვიყოთ მზად ევროკავშირის წევრობისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამას რამდენიმე წელი სჭირდება. რეალურად, ეს ასეც იქნება იმიტომ, რომ ყველა კანდიდატ ქვეყანას სჭირდება კონკრეტული ამოცანების შესრულება იმისათვის, რომ მათ ევროკავშირის წევრობა მიიღონ. საქართველოს, რა თქმა უნდა, დღეს ბევრი მიმართულებით ექნება გამოწვევა. ბევრი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდა, საწყის ეტაპზე ეკონომიკური კუთხით გარკვეულ პრობლემებს განიცდიდა, ამას ადაპტაცია სჭირდებოდა. მათ შორის, ბატონმა შალვამ მოიყვანა კონკრეტული მაგალითები, რომლებიც შეიძლება ჩვენი ეკონომიკისთვის გამოწვევა იყოს. როდესაც ევროკავშირის წევრობაზე ვსაუბრობთ, ეს არის სტრატეგიული მიზანი და ამოცანა, რომელიც საქართველოს ინტერებს პასუხობს და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციური შედეგების მომტანი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო „დღეს რომ ევროკავშირის წევრი გახდეს, თავისუფალი ვაჭრობის რამდენიმე ხელშეკრულების გაუქმება მოგვიწევს“.

„ევროკავშირის წევრი დღეს რომ გავხდეთ, იცით, თავისუფალი ვაჭრობის რამდენი ხელშეკრულების გაუქმება მოგვიწევს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანასთან გვაქვს? იცით, რამდენ ქვეყანასთან მოგვიწევს უვიზო მიმოსვლის გაუქმება? - ერთ მხარს დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს ბევრ ქვეყანასთან დეზინტეგრაცია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო