რაჭაში, დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს და მოსახლეობის საჭიროებებს, სახელმწიფო რწმუნებული ეცნობა

ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში თოვლწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დილიდან დაიწყო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები.

“თოვლწმენდის სამუშაოები ყველა საჭირო მიმართულებით განხორციელდება და შესაძლებლობის ფარგლებში ინტენსიურად გაგრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად.

სოფლებში არსებულ სიტუაციას და მოსახლეობის საჭიროებებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - პაპუნა მარგველიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ეცნობა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დაზიანებული ფიდერების და ქვესადგურების აღდგენითი სამუშაოები. ჩატარებული სამუშაოების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია მუნიციპალიტეტის 27 სოფელში.

ამ დროისთვის სრულად აღდგენილია ონში ელექტროენერგიის მიწოდება, ხოლო აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაზიანებული უბნების დადგენის სამუშაოები; ირის, ქვედრულა - ქვედის, წედისის, სხანარის,ზვარეთის, ხეითის, შქმერის, ბოყვის , მრავალძლის, ქრისტესისა და ხირხონისის მიმართულებით. სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად ყველა თემში აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს