ნათია მეზვრიშვილი შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე - ეს არის დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ

შალვა პაპუაშვილის გუშინდელი ეთერი არის დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ - როდესაც ქვეყანაში აღდგება კონსტიტუციური წესრიგი და იქნება მართლმსაჯულების დამოუკიდებელი სისტემა, ამ ადამიანის ბრალდება სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულზე, იქნება გარდაუვალი, - ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შაალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, საქართველოს ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ განცხადებას მეზვრიშვილი „ფეისბუქზე“ აქვეყნებს.

შალვა პაპუაშვილის გუშინდელი სრული ეთერი „რუსთავი 2“-ზე არის დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ. მითუმეტეს, ეს გააკეთა არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არალეგიტიმურად არჩეულმა თავმჯდომარემ. როდესაც ქვეყანაში აღდგება კონსტიტუციური წესრიგი და იქნება მართლმსაჯულების დამოუკიდებელი სისტემა, ამ ადამიანის ბრალდება სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულზე, იქნება გარდაუვალი. კი, ეს იქნება სამართლიანი მართლმსაჯულება, რათა ვერავინ ვეღარასოდეს გაბედოს ამ ქვეყანაში ის, რაც მან გაბედა. არ დაგვავიწყდეს, დანაშაულთა ერთობლიობა აქვს (ძალადობისკენ მოწოდების საქმეც პროკურატურაში თაროზე დევს).“- წერს ნათია მეზვრიშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო „დღეს რომ ევროკავშირის წევრი გახდეს, თავისუფალი ვაჭრობის რამდენიმე ხელშეკრულების გაუქმება მოგვიწევს“.

„ევროკავშირის წევრი დღეს რომ გავხდეთ, იცით, თავისუფალი ვაჭრობის რამდენი ხელშეკრულების გაუქმება მოგვიწევს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანასთან გვაქვს? იცით, რამდენ ქვეყანასთან მოგვიწევს უვიზო მიმოსვლის გაუქმება? - ერთ მხარს დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს ბევრ ქვეყანასთან დეზინტეგრაცია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო