გიორგი ვაშაძე - ხელისუფლებამ იურიდიულადაც მოაწერა ხელი საქართველოსა და ქართველი ხალხის ღალატს - დავდგეთ ერთად და გაბედულად ვიმოქმედოთ საქართველოს გადარჩენისთვის

ხელისუფლებამ უკვე იურიდიულადაც მოაწერა ხელი საქართველოსა და ქართველი ხალხის ღალატს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ახლა საჭიროა ქართველი ხალხის მხრიდან სწრაფი და შესაბამისი რეაგირება.

„თვითმარქვია პრემიერის დღევანდელი განცხადება ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებაზე ცხადყოფს, რომ თვითგამოცხადებულმა, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ უკვე იურიდიულადაც მოაწერა ხელი საქართველოსა და ქართველი ხალხის ღალატს.

სამწუხაროდ, ეს უკვე შემდგარი ფაქტია. ახლა საჭიროა ჩვენი, ქართველი ხალხის, მხრიდან სწრაფი და შესაბამისი რეაგირება.

მოვუწოდებ პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს, ლიდერებს, ჩვენს მოქალაქეებს დავდგეთ ერთად და გაბედულად ვიმოქმედოთ საქართველოს გადარჩენისთვის!“, - წერს გიორგი ვაშაძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა