მომიტინგეებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან გორგასლის ქუჩა გადაკეტეს, ისმის შეძახილები: “მონებო”, “რუსებო”, “წადით” - ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად გორგასლის ქუჩა გადაკეტეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, “ქართულ ოცნებას” არ მისცემენ უფლებას უარი თქვას საქართველოს ევროპულ მომავალზე.

საპროტესტო აქციაზე ისმის შეძახილები: “მონებო”; “რუსებო”; “წადით”.

“ქართული ოცნების” ოფისთან მობილიზებული არიან სამართალდამცავები, რომლებიც აქციის მონაწილეებს შენობასთან მიახლოების უფლებას არ აძლევენ.

აქცია გორგასლის ქუჩაზე მას შემდეგ დაანონსდა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის