ნინო ლომჯარია - დღეს იყო საქართველოს ღალატის აქტი! - საერთაშორისო საზოგადოებას მივმართავთ: ეს ხალხი არაფერს წარმოადგენს, ხმა არ მიგვიცია, კრიმინალური გზით მოიპარეს არჩევნები, ისინი არ გამოხატავენ ხალხის ნებას

დღეს იყო საქართველოს ღალატის აქტი!, - ასე გამოეხმაურა სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენელი ნინო ლომჯარია “ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

ლომჯარიას თქმით, 2028 წელს საქართველოში აღარ იქნება სახელმწიფო ინსტიტუტები და აღარაფერი დარჩენილი ამ ქვეყნის დემოკრატიული ფუნდამენტიდან.

“დღეს იყო საქართველოს ღალატის აქტი! თვითმარქვია კობახიძემ თავის თვითმარქვია შეთქმულებთან ერთად, გამოაცხადა, რომ თურმე, საქართველო აღარ უნდა წავიდეს ევროპისკენ და თურმე, რაღაც უნდა გადავდოთ, თითქოს 2028 წელს სახელმწიფო ინსტიტუტები გვექნება და რამე იქნება საერთოდ დარჩენილი ამ ქვეყნის დემოკრატიული ფუნდამენტიდან. ყოველ დღე ნადგურდება ეს ყველაფერი. სინამდვილეში, ეს იყო ქვეყნის გამოცხადებული ღალატი თვითმარქვია ხალხისგან. ამ გადაწყვეტილებას არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს და, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებას მივმართავთ, რომ ეს ხალხი არაფერს წარმოადგენს, საერთოდ ხმა არ მიგვიცია, არ აგვირჩევია, კრიმინალური გზით მოიპარეს არჩევნები, ისინი არ გამოხატავენ ხალხის ნებას, ხალხი კი უნდა გამოვიდეს და დადგეს გარეთ, გააპროტესტოს, მე მესმის, ყველა არის შოკში, არის ემოციებში, მაგრამ არ მოუგონია სამყაროს სხვა გზა გარდა იმისა, რომ გამოხვიდე სხვა თანამოქალაქეებთან ერთად და გააპროტესტო”, - განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის