ბათუმში მოქალაქეები მსვლელობით მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ

ბათუმში აქცია-მსვლელობის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს, სადაც მოქალაქეთა ნაწილი და პოლიტიკოსები საპროტესტო აქციას მართავენ.

შეკრებილების თქმით, საქართველოს მთავრობა არ ჰყავს, ხელისუფლებას კი რუსეთი მართავს.

“აქ უნდა გავათენოთ, პოლიცია კონსტიტუციის ჩარჩოდან გასულია, მათ გაჰყვა მთავრობაც, რომელიც რუსულია. ყველას შეგვიძლია სადღაც წასვლა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა აქ არის. აქ რუსი თავისი ფორმით არ შემოვა, რუსი აქ არის, ხელისუფლება რუსულია, რომელიც ამბობს, რომ ლეგიტიმურია. ძირს რუსული ხელისუფლება. საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს, არ შეიძლება სამართალი მხოლოდ ერთისთვის იყოს”, - აცხადებენ შეკრებილები.

აჭარის მთავრობის სახლის მთავარ შესასვლელთან სამართალდამცავები არიან განლაგებული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს