სოფო ჯაფარიძე - პროდასავლური ოპოზიცია არის ერთიანი დღეს, როდესაც თვითმარქვია ხელისუფლებამ ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს, ჩვენს წარსულს და მომავალს

დღეს პროდასავლური ოპოზიცია არის ერთიანი, დღეს, როდესაც თვითმარქვია ხელისუფლებამ, ე.წ. ხელისუფლებამ ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს, ჩვენს წარსულს და ჩვენს მომავალს, ფაქტობრივად კონსტიტუციურ გადატრიალებას მოაწერა ხელი, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო ჯაფარიძემ ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯაფარიძე მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე გასვლისა და პროტესტისკენ მოუწოდებს.

„დღეს ჩვენი მთავარი მიზანია, დავდგეთ ერთად, დავდგეთ რუსთაველის გამზირზე, სადაც იმყოფებიან ჩვენი გაბრაზებული მოქალაქეები, რომლებიც არასდროს დაუშვებენ ჩვენი ქვეყნის გარუსებას. დიახ, ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, რადგან ამ ქვეყანაში არჩევნები არ შედგა. უნდა შევუერთდეთ პროტესტს, უნდა ვიდგეთ ერთად. აქ იქნებიან პოლიტიკოსებიც, სამოქალაქო საზოგადოებაც, ქართველი ხალხიც - ყველა უნდა ვიყოთ ერთად. ვინც ახლა ტელევიზორებთანაა - გამოდით გარეთ, ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ, რადგან დღეს თვითმარქვია ხელისუფლებამ ღიად, დაუფარავად ევროინტეგრაციაზე უარი თქვა. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და ერთად უნდა დავდგეთ. ყველა [პოლიტიკური პარტია] ერთად ვართ და რუსთაველზეც ერთად ვიქნებით“,- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს