გიორგი ვაშაძე - შევთანხმდით, რომ ყველანი ერთიანები ვართ და ამ ერთიანობას წყალი არ გაუვა - გარდა იმის, რომ ერთიანი ფრონტით ვიბრძოლოთ ბოლომდე, სხვა ვარიანტი არ გვაქვს

შევთანხმდით, რომ ყველანი ერთიანები ვართ და ამ ერთიანობას წყალი არ გაუვა - გარდა იმის, რომ ერთიანი ფრონტით ვიბრძოლოთ ბოლომდე, სხვა ვარიანტი არ გვაქვს,- ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საზოგადოებამ დაინახა, რომ არის "რუსული რეჟიმი, რომელიც აპირებს, გაწყვიტოს ურთიერთობა დასავლეთთან და ქვეყანა მოაქციოს იზოლაციაში".

"ჩვენ შევთანხმდით აბსოლუტურ ერთიანობაზე. ახლა მივდივართ რუსთაველზე. გადაწყვეტილებებს, თუ რამე გვექნება მისაღები, მივიღებთ ხალხთან ერთად. შევთანხმდით, რომ ყველანი ერთიანები ვართ და ამ ერთიანობას წყალი არ გაუვა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იყო პრეზიდენტის მოწოდებაც. დიდი ხანია მე, პირადად ეს პოზიცია მქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ პროცესში. დღეს ხალხმა, საზოგადოებამ პირდაპირ დაინახა, რომ არის რუსული რეჟიმი, რომელიც თვითმარქვიაა და რომელიც აპირებს, გაწყვიტოს ყველანაირი ურთიერთობა დასავლეთთან, მოგვაქციონ იზოლაციაში. ჩვენ გარდა იმის, რომ ერთიანი ფრონტით ვიბრძოლოთ ბოლომდე, სხვა ვარიანტი არ გვაქვს",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა