შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირი როგორც მშვიდობის, კეთილდღეობის, თანხმობის პროექტი ჩვენი ოპოზიციის და მათი უცხოელი პატრონების ხელში იქცა შანტაჟის და ზეწოლის იარაღად და დღევანდელი გადაწყვეტილებით ეს იარაღი ჩამოვართვით და განვაიარაღეთ

სამწუხაროდ ევროკავშირი, როგორც მშვიდობის, კეთილდღეობის, თანხმობის პროექტი, ჩვენი ოპოზიციის და მათი უცხოელი პატრონების ხელში იქცა შანტაჟის და ზეწოლის იარაღად და დღევანდელი გადაწყვეტილებით ზუსტად ეს გავაკეთეთ, რომ ეს იარაღი ჩამოვართვით ამ ჯგუფებს და განვაიარაღეთ ამ მხრივ , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისივე თქმით, გრძელდება საგნობრივი მუშაობა ასოცირების შეთანხმების საფუძველზე და 2028 წელს საქართველო იქნება ლიდერი, გაიხსნება მოლაპარაკებები და იქნება მშვიდი ორწლიანი მოლაპარაკება.

„ნაცვლად იმისა, რომ გვქონდეს ექვსწლიანი ჯანჯღარი და ამ იარაღით ჩვენს მოსახლეობაზე ზემოქმედება, გვექნება მშვიდი, საგნობრივი მუშაობა ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, რაზეც უნდა გვემუშავა ისედაც, არაფერი ახალი გასაკეთებელი კი არ გვაქვს ამ მოლაპარაკებების დაწყებით, ვაგრძელებთ იმავეს, რასაც აქამდე წარმატებით ვაკეთებდით და ვართ ევროკავშირისვე შეფასებით, ევროკომისიის დასკვნით ვართ მოწინავე ამ მხრივ. ვაგრძელებთ ამ მუშაობას, ჩვენ ვიქნებით კვლავ მოწინავე და 2028 წელს დაინახავს ყველა, რომ ჩვენ ვიქნებით ლიდერი, გავხსნით მოლაპარაკებებს და გვექნება მშვიდი ორწლიანი მოლაპარაკებები, სადაც შეფასდება ჩვენი შედეგები და იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო