პრეზიდენტი საპროტესტო აქციაზე - მე ვარ აქ, ხალხთან ერთად  და ვიქნები - იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება, ვიდრე არ მივიღებთ ახალ არჩევნებს - არ უნდა დავნებდეთ

მე ვარ აქ, ამ ხალხთან ერთად, ვიქნები, სადაც შევძლებ, ყოველთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მისვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ახლა იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება.

“დღეს უკვე ყველაფერი ვუთხარი საზოგადოებას, ყველას მოვუწოდე, ვინც უნდა შემოგვიერთდეს. მე ვარ აქ, ამ ხალხთან ერთად, ვიქნები სადაც შევძლებ, ყოველთვის. იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება, სანამ ჩვენ არ მივიღებთ ახალ არჩევნებს, ეს არის მიზანი შიგნით, ეს არის მიზანი გარეთ, რომელზედაც ასევე ვმუშაობ, რომ ამაში გვქონდეს სრული მხარდაჭერა. ჩვენ არ უნდა დავნებდეთ, ეს არის წინააღმდეგობა”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქცია ერთდროულად მიმდინარეობს. მოქალაქეები აქციებზე თვითდინებით მას შემდეგ მივიდნენ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი