სოზარ სუბარი - ჩვენი დღევანდელი განცხადებით რადიკალებს, მათ პატრონებს და მათ პრეზიდენტად წოდებულს გამოეცალათ ხელიდან იარაღი, მუდმივად აჯანჯღარონ ქართული სახელმწიფო

ჩვენი დღევანდელი განცხადებით რადიკალებს, მათ პატრონებს და მათ პრეზიდენტად წოდებულს გამოეცალათ ხელიდან იარაღი, რომ მუდმივად აჯანჯღარონ ქართული სახელმწიფო, მუდმივად ზეწოლისა და სტრესის ქვეშ ამყოფონ ქართული საზოგადოება. ამიტომ არიან სასოწარკვეთაში და ამიტომ მიდიან მაქსიმალურ პროვოკაციებზე , - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

სუბარის თქმით, ახლა რაც ხდება, „აგონიაში მყოფი რადიკალების ქმედებებია“.

„ახლა პირდაპირ ეთერში მთელი საქართველო ადევნებს თვალს პოლიციებზე თავდასხმებს და საერთოდ კანონის დარღვევის არაერთ ფაქტს. ეს არის სასოწარკვეთილებაში, აგონიაში მყოფი რადიკალების კონვუსიები, რადგან მთლიანობაში ის, რა განცხადებები კეთდებოდა ევროპარლამენტიდან, რა განცხადებებიც კეთდებოდა ცალკეული ევროპარლამენტარებისა თუ ქვეყანაში მყოფი ელჩების მხრიდან, ეს იყო მცდელობა მუდმივად სტრესის ქვეშ ყოფილიყო ქართული სახელმწიფო. სურდათ მიეღწიათ მიზნისთვის და მათი მიზანი იყო მოეყვანათ საქართველოს ხელისუფლებაში მათი აგენტურა, რომლებიც დღეს ქუჩის აქციებს ხელმძღვანელობენ. ნამდვილად არ ვიკადრებ, რომ ყველა იქ მყოფი ახალგაზრდა აგენტებად მივიჩნიო, უბრალოდ, ზოგი მართლა მათი მიმდევარია და ზოგი შეცდომაში არის შეყვანილი, არასწორად გაიგეს პროცესები“, - განაცხადა სუბარმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ