მამუკა ხაზარაძე - მოვუწოდებ ყველას, დავიწყოთ საერთო ეროვნული გაფიცვა და დაუმორჩილებლობა

მე მოვუწოდებ ყველას, უნდა დავიწყოთ საერთო ეროვნული გაფიცვა და დაუმორჩილებლობა, - ასე მიმართა “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აქციაზე შეკრებილ ადამიანებს.

როგორც ხაზარაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყველამ უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი და ეს, პირველ რიგში, საჯარო მოხელეებს ეხება.

“დღეს ოფიციალურად ბიძინა ივანიშვილმა და რუსულმა მთავრობამ საქართველოში მოახდინა კონსტიტუციური გადატრიალება. დღეს ბიძინა ივანიშვილის ეს ბიჭები, რომლებიც უნდა ემსახურებოდნენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, დგანან ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მე მინდა ძალიან მოკლედ გითხრათ ჩემი კონკრეტული ხედვა - პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო (თუმცა სამადლობელი არაფერია) საგარეო სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებმაც გამოაცხადეს პროტესტი. ჩვენ, ქართველები ვართ ემოციური ხალხი და გვინდა, მივაღწიოთ საწადელს ძალიან მალე. მინდა გითხრათ, რომ დღეს არის ორი საქართველო - ერთი ამ ბანდის სახით, რომელიც რუსებისა და პუტინის სამსახურშია და მეორე - თავისუფალი საქართველო, რომელიც აქ არის. შუაში აღარაფერი არ არის, ამიტომ არჩევანი ყველამ უნდა გააკეთოს, პირველ რიგში, არჩევანი უნდა გააკეთონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მსახურობენ საჯარო სექტორში. მარტო რუსთაველის გამზირზე არ წყდება საქართველოს ბედი, გამოსვლები დაიწყო საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. მე მოვუწოდებ ყველას, უნდა დავიწყოთ საერთო ეროვნული გაფიცვა და დაუმორჩილებლობა”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს