სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი და პარლამენტის მიმდებარე ქუჩები მომიტინგეებისგან სრულად გაათავისუფლა - დემონსტრანტებმა „ცისფერი გალერეის“ მიმდებარედ ნაგვის ურნებით ბარიკადები აღმართეს და ცეცხლი წაუკიდეს

რუსთაველის გამზირი, კერძოდ კი, პარლამენტის, როგორც წინა ტერიტორია, ისე გვერდითა ქუჩები მომიტინგეებისგან სრულად გაათავისუფლეს.

წყლის ჭავლი გამოიყენეს როგორც რუსთაველის გამზირზე, ასევე ჭიჭინაძის ქუჩაზე. სპეცრაზმელები პერიოდულად სხვადასხვა სპეციალურ საშუალებებს იყენებდნენ.

ამ წუთებში, აქციის მონაწილეებმა „ცისფერი გალერიის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგვის ურნებისგან ბარიკადები აღმართეს. რამდენიმე წუთში კი დემონსტრანტებმა ურნების დაწვა დაიწყეს.

მომიტინგეთა ნაწილმა ქაშვეთის ტაძრის მიმდებარედ გადაინაცვლა. მანამდე, სპეცრაზმელებმა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ სხვადასხვა მიმართულებიდან წყლის ჭავლი გამოიყენეს. საპოლიციო ძალები ასევე იყენებდნენ ე.წ. წიწაკის სპრეის. ადგილი ჰქონდა არაერთ ფიზიკურ დაპირისპირებას პოლიციასა და მოქალაქეებს შორის. დააკავეს მომიტინგეებიც, რომელთა რაოდენობაც ჯერ დაუზუსტებელია.

შეგახსენებთ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში