ხატია დეკანოიძე - რაც ივანიშვილმა გააკეთა, სახელმწიფოს გადატრიალებაა - ყველა, ვინც ივანიშვილს იცავს, რუსია

ეს, რაც ივანიშვილმა გააკეთა, ჩვეულებრივად, სახელმწიფოს გადატრიალებაა - ეს ადამიანები [სამართალდამცავები] იცავენ რუსეთს, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდებარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, "ყველა, ვინც ივანიშვილს იცავს, რუსია".

"საერთოდ, ეს, რაც ივანიშვილმა გააკეთა, ჩვეულებრივად, სახელმწიფოს გადატრიალებაა. ეს არის საქართველოს ყველანაირი ინტერესის დარღვევა და ეს ადამიანები იცავენ რუსეთს. ყველა, ვინც ივანიშვილს იცავს, რუსია. ეს არის, მეტი არაფერი.

რაც შეეხება [სპეცრაზმის] ნიშნებს და არაიდენტიფიცირებულობას, ამათ არაფერი აღარ აინტერესებთ, აღარც ნიშანი და აღარც ნომერი. ეს არის რუსული გადატრიალება და ესენი რუსეთს იცავენ. ეს ხდება დღეს", - აღნიშნა დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს