ნიკა მელია - უკან დასახევი არც ივანიშვილს აქვს პუტინთან ერთად საქართველოში და სიმართლე ვთქვათ, არც ჩვენ გვაქვს, ამიტომ იმარჯვებს ძალა და ძალა ხალხში გაცილებით დიდია, ვიდრე ოლიგარქატში

დიახ, ქართული სახელმწიფო სულს არ დალევს და ივანიშვილის ე.წ. ხელისუფლება ნამდვილად დალევს სულს, მისი ზრახვები ვერ განხორციელდება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, მშვიდობიანად იბრძოლებენ იქამდე, ვიდრე გამარჯვებას არ მიაღწევენ.

„ქართული სახელმწიფოს მდგომარეობა უმძიმესია, ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს და ეს გამოსავალი იმაშია, რასაც ახლა თქვენ ხედავთ. სახელმწიფოს უზურპაციის შემდეგ, გაყალბებული არჩევნების შემდეგ, მთლიანად სახელმწიფო გაყალბება მოახდინეს, ყველამ ყველაფერი ვიცით, ამანაც განაპირობა ივანიშვილის და რუსების გასაკვირად ათობით ათასი ადამიანის გამოსვლა, მათ ეს არ ეგონათ. ეგონათ, რომ ხალხი ღრმად დეპრესიულ მორევშია და მათ ნებისმიერი მძიმე გადაწყვეტილების მიღება და შემდეგ მისი აღსრულება შეეძლოთ. ეს ასე არ მოხდა, ან მომავალი, ევროპული, ეროვნული ინტერესი და მომავალი ზოგადად, ან საბჭოთა კავშირი, ან მოსკოვი, ან თბილისი, ან რუსეთი, ან საქართველო. ეს გამარჯვება მოსაპოვებელია მათ შორის, ყველაზე დემოკრატიული ინსტრუმენტის გამოყენებით - ქუჩით. დილის 5 საათია და ხედავთ, ათასობით ადამიანია ქუჩაში და ეს მხოლოდ დასაწყისია, შეუძლებელია სხვაგვარად განვითარდეს, შეუძლებელია, ვინმემ იფიქროს, რომ 2024 წელს ქართული სახელმწიფო დასრულდება და სულს დალევს, ეს ასე ვერ იქნება. დიახ, ქართული სახელმწიფო სულს არ დალევს და ივანიშვილის ე.წ. ხელისუფლება ნამდვილად დალევს სულს, მისი ზრახვები ვერ განხორციელდება. წყლის ჭავლზე, „რობოკოპებზე“, რაც ჰყავს იმ ადამიანს, მასზე გაცილებით ძლიერია მისი ნება. ჩვენი ვალია, ვიყოთ იქ, სადაც ვართ... არ სჯეროდა ბევრს, რომ ხალხი ბრძოლისთვის მზად იყო სიმართლით, ღირსებით? ამ ბრძოლას ხედავს, ეს მხოლოდ დასაწყისია, პირველი დღეა, რამდენი დღეც დასჭირდება გამარჯვებას, იმდენი დღე იქნება დიახაც, მართალი, არაძალადობრივი ბრძოლა... უკან დასახევი არც ივანიშვილს აქვს პუტინთან ერთად საქართველოში და სიმართლე ვთქვათ, არც ჩვენ გვაქვს, ამიტომ იმარჯვებს ძალა, ვფიქრობ, ეს ძალა ხალხში გაცილებით დიდია, ვიდრე ოლიგარქატში“, - განაცხადა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის