ვოლოდიმირ ზელენსკი - ვლადიმერ პუტინს „ორეშნიკის“ რაკეტების ქნევით დონალდ ტრამპის ძალისხმევის ჩაშლა სურს

ვლადიმერ პუტინს სურს, „ორეშნიკის“ რაკეტების ქნევით ჩაშალოს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევა, მას სურს სიტუაციის ესკალაცია ისე, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ვერ დაასრულოს ომი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ყაზახეთში პუტინმა "კიდევ ერთხელ გაუკეთა რეკლამა თავის რაკეტებს - მის მზადყოფნას მოკლას, გაანადგუროს".

"პუტინს, ცხადია, სურს, რომ ათასობით რაკეტას, რომელმაც უკვე დაარტყა უკრაინას, კიდევ ათასობით დაემატოს. მას არ სჭირდება ამ ომის დასრულება. უფრო მეტიც, პუტინს სურს ხელი შეუშალოს სხვებს ამ ომის დასრულებაში. თავის „ორეშნიკს“ ახლა, შესაძლოა, მხოლოდ იმ მიზნით იქნევს, რომ პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევა ჩაშალოს, რომელიც აუცილებლად იქნება ინაუგურაციის შემდეგ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, პუტინს ახლა სიტუაციის ესკალაცია სურს იმისთვის, რომ ტრამპმა ვერ მიაღწიოს წარმატებას და ვერ შეძლოს ომის დასრულება.

„პუტინი არის ამ ომის ერთადერთი დამნაშავე და ერთადერთი, ვისაც სჯერა ომის და ამიტომაც პუტინის ესკალაცია ახლა არის ზეწოლა, რათა შემდგომში აიძულოს ამერიკის პრეზიდენტი დაეთანხმოს რუსეთის პირობებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, გუშინ ვლადიმერ პუტინი კიევის „გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე“ დარტყმით დაიმუქრა. მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და მათი გენერალური შტაბი უკვე „ირჩევენ სამიზნეებს“ „ორეშნიკის“ რაკეტით უკრაინის ტერიტორიაზე დასარტყმელად.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ