ევროკავშირის ელჩი - ვგმობთ ძალადობის გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ

რა თქმა უნდა, ვგმობთ იმას, რომ ძალადობა იქნა გამოყენებული მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. აბსოლუტურად მიუღებელია. ნებისმიერ დემოკრატიაში ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი აზრი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ევროკავშირს ესმის, თუ რატომ ბრაზობს ქართველი ხალხი რომლის უმრავლესობას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება სურს.

„უპირველეს ყოვლისა, რაც მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს არის ის, რომ ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას, სრულად გვესმის თქვენი სიბრაზე, გვესმის თქვენი სასოწარკვეთა, გვესმის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას სურს. ეს აქამდე საქართველოს ყველა მთავრობის გაცხადებული სურვილი იყო, მათ შორის წინა მთავრობის. მესმის, რომ გუშინდელმა განცხადებამ ბევრი ადამიანი გააკვირვა, შოკში ჩააგდო. მესმის, რომ საპროტესტო აქციები არ იყო ორგანიზებული და დაგეგმილი რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ. ეს იყო ქართველი ხალხის სპონტანური რეაქცია არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქვეყნის ბევრ ქალაქში. რა თქმა უნდა ვგმობთ იმას, რომ ძალადობა იქნა გამოყენებული მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. აბსოლუტურად მიუღებელუია. ნებისმიერ დემოკრატიაში ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი აზრი“, - აღნიშნა ელჩმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა