ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველების მიმართ „მასშტაბური ძალადობა იყო“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველების მიმართ მასშტაბური ძალადობა იყო. პრემიერს ჟურნალისტებმა გასული წლის აქციებთან დაკავშირებით ჰკითხეს, არიან თუ სამართალდამცველები პასუხისგებაში მიცემული, რაზეც ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ გამოძიება გრძელდება. ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, ძალადობა რადიკალური ოპოზიციის ხელწერაა.

„ჩვენი ინფორმაციით, გამოძიება არის დაწყებული არაერთ საქმეზე, ასევე არაერთ შემთხვევაში პასუხისგებაში მიეცნენ. რაც შეეხება მარტის აქციებს, შარშანდელ აქციებს და გუშინდელ დღეს, იცით, რომ მასშტაბური ძალადობა იყო, იყო დარღვევები ასევე შეკრების დაშლის დროს. ერთ და მეორე მხარესაც პრობლემები იყო. 32 პოლიციელი დაშავდა, აქედან 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ლამის გადაწვეს შარშან ქალაქი. გახსოვთ, რა ხდებოდა პარლამენტის გარშემო. მარტი-აპრილი, მაისის პერიოდიც გახსოვთ ხომ?! ეს არის რადიკალური ოპოზიციის ხელწერა, თუმცა, შეგახსენებთ, შარშან მხოლოდ ერთი მომიტინგე იყო დაკავებული და ისიც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, წელს თუ არ ვცდები, 6 მომიტინგე არის დაკავებული ამ უმძიმეს, მასშტაბურ ძალადობასთან დაკავშირებით. გამოძიებას დრო სჭირდება. დასვით კითხვა, შარშან თბილისი რომ გადაწვეს, რატომ არ არის ბოლომდე გამოძიება მიყვანილი? ამ წელს მარტი, აპრილი, მაისის დროს მარტო 6 კაცი რატომ დაიჭირეს? გამოძიებას დრო სჭირდება. ორივე მხარეს გრძელდება გამოძიება, აქეთაც და იქითაც და ამას თავისი შედეგები ექნება“,-განაცხადა კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან