მამუკა მდინარაძე - ადამიანი აქციაზე რომ დარბის, მაგრამ თავისი საქმე იცის კარგად, „ნაცები“ უშვებდნენ კი არა იჭერდნენ და ჩვენ არ გავუშვით, მაგრამ ახლა, როცა ეს ადამიანები გადიან ყოველგვარ ზღვარს და სიცრუეს ტირაჟირებენ თავისი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით, ამაზე უნდა იზრუნოს ყველა უწყებამ

რომელიღაც სამინისტროს თანამშრომელი, რომ განცხადებას დებს და აწერს ხელს სიცრუეზე დაყრდნობით, ეს თქვენი ბრალიაო გვეუბნებიან. რადიკალური პარტიული ინტერესიდან ვიღებ ამ ყველაფერს, მაგრამ დემოკრატიული ინტერესიდან გამომდინარე შეიძლება არ იყოს მთლად სამართლიანი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ადამიანებს, რომლებიც აქციაზე დარბიან, მაგრამ თავისი საქმე იციან კარგად „ნაცებისგან“ განსხვავებით, დღევანდელი ხელისუფლება არ უშვებს სამსახურიდან, მაგრამ ახლა, როცა ეს ადამიანები გადიან ყოველგვარ ზღვარს და სიცრუეს ტირაჟირებენ თავისი ძალიან ცუდი, ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით ამაზე უნდა იზრუნოს ყველა უწყებამ.

„ადამიანი აქციაზე რომ დარბის, მაგრამ თავისი საქმე იცის კარგად, „ნაცები“ უშვებდნენ კი არა იჭერდნენ და ჩვენ არ გავუშვით, პარტიულად შეიძლება მართლები არ ვიყავით, მაგრამ სახელმწიფოებრივად მართლები ვიყავით, მაგრამ ახლა, როცა ეს ადამიანები გადიან ყოველგვარ ზღვარს და სიცრუეს ტირაჟირებენ თავისი ძალიან ცუდი, ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით ამაზე უნდა იზრუნოს ყველა უწყებამ, რომ შენ კი ბატონო დემოკრატიული ხელმძღვანელი ხარ, მინისტრი ხარ, მოადგილე ხარ, რომელიღაცა რგოლის ხელმძღვანელი ხარ და იმის გამო, რომ საწინააღმდეგო აზრის არის და დარბის რაღაც აქციაზე არ უშვებ სამსახურიდან, მაგრამ როდესაც ის თავისი ქმედებით ანტისახელმწიფოებრივ სიცრუეს ტირაჟირებს, რომელიც ანგრევს სახელმწიფოს და მის საწყისებს, აქ არ ვიცი რა გადაწყვეტილება უნდა იყოს. ეს სამსჯელო თემაა ძალიან სერიოზული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა