სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო

9 აპრილის ქუჩაზე მობილიზებული სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს.

წყლის ჭავლის გამოყენებამდე ადგილი ჰქონდა საპოლიციო ძალებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებას.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველების მისამართით სხვადასხვა ნივთი ისროლეს. აქციის მონაწილეები პიროტექნიკასაც იყენებენ. სავარაუდოდ, დაშავდა აქციის ერთი მონაწილე, ასევე დაშავებულები არიან პოლიციელები.

აქციის დაშლამდე გაისმა მოწოდება წესრიგის დაცვისკენ, შემდეგ კი გამაფრთხილებელი სიგნალი, რითაც მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებდნენ.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება